Thursday, May 3, 2012

საქართველოს მოსახლეობის ქრონოლოგიური სტატისტიკა


პროექტის სახელწოდება:
საქართველოს მოსახლეობის ქრონოლოგიური სტატისტიკა.
პროექტის მთავარი
მოსახლეობის შესახებ სტატისტიკური ცნიბების მოპოვება საისტორიო წყაროების გამოყენებით. მიგრაციის სტატისტიკა,შობადობის და სიკვდილიანობის  სტატისტიკის დადგენა.
პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეები ისწავლიან მონაცემების მოპოვებას სხვადასხვა ხერხის გამოყენებით, დააკვირდებიან მოსახლეობის რაოდენობის ზრდას და კლებას, იმსჯელებენ გამომწვევ  მიზეზებზე.
პროექტის მიზნები:
მონაცემთა შერჩევისა და გამოყენების ჩვევების გამომუშავება.შეგროვილ მონაცემთა ოპტიმალური ხერხით წარმოდგენის, შესაბამისი დასკვნების გამოტანის უნარის გამომუშავება.შესაფერისი სახით მონაცემის ანალიზის უნარის განვითარება.
   მონაწილეთა ასაკი:
16-17 წელი.XI კლასი.
ვადები/ხანგრძლივობა:
1 კვირა .
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები წარმოადგენენ მონაცემებს ცხრილით,დააჯგუფებენ ინტერვალებად, ააგებენ ჰისტოგრამას,სიხშირეთა პოლიგონს და ოგივას.იპოვიან მონაცემთა საშუალოს, მოდას,  მედიანას გაბნევის დიაპაზონს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
მოსწავლეები, მასწავლებელი, საწერი საშუალებები, კომპიუტერი, ინტერნეტი,ისტორიული წყაროები.
პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები):
კლასი დაყოფილია 3 ჯგუფად. I ჯგუფის მოსწავლეებმა უნდა შეაგროვონ ცნობები საქართველოს მოსახლეობის სტატისტიკის შესახებ.გამოიყენებენ  ისტორიულ წყაროებს.   საქართველოს მოსახლეობის  აღწერა Xlll საუკუნიდან იწყება და დღემდე გრძელდება.ისინი ქრონოლოგიურად გაჰყვებიან ისტორიას - გამოიყენებენ ინტერნეტს,ლიტერატურას კვლევების შესახებ,და მონაცემებს წარმოადგენენ ცხრილის სახით, შემდეგ დააჯგუფებენ ინტერვალებად  და ააგებენ ჰისტოგრამას,ასევე ააგებენ პოლიგონს, ოგივას, გამოთვლიან საშუალოს,მოდას, მედიანას და გაბნევის დიაპაზონს.
ll ჯგუფი აღრიცხავს საქართველოში მიგრაციის სტატისტიკას - შემსვლელთა და გამსვლელთა ოდენობას ბოლო 10 წლის განმავლობაში. მოსწავლეები დააჯგუფებენ მონაცემებს ინტერვალებად.ააგებენ ჰისტოგრამას, პოლიგონს, ოგივას,გამოთვლიან სტატისტიკურ მახასიათებლებს.
III ჯგუფი აღრიცხავს ბოლო 10 წლის განმავლობაში შობადობის და სიკვდილიანობის სტატისტიკას.  დააჯგუფებენ მონაცემებს ინტერვალებად, ააგებენ სიხშირეთა ცხრილს, ააგებენ ჰისტოგრამას, წრიულ დიაგრამას, პოლიგონს, ოგივას , გამოთვლიან საშუალოს, მოდას, მედიანას, და გაბნევის დიაპაზონს.
ბოლოს შევაჯამებთ პროექტს, ვიმსჯელებთ სტატისტიკის ზრდის ან კლების შესაძლო მიზეზებზე და გააკეთებენ ანალიზს.
საგნებთან/საგნიბრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
კავშირი აქვს ისტორიასთან.  პროექტის მიზნები ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებს შეესაბამება.
 პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):
ნანა აფციაური.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: naptsiauri77@gmail.com
პროექტის ვებ- გვერდი/ბლოგი: http://naptsiauri77.blogspot.com/
















No comments:

Post a Comment